ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა - Facebook-მა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

03.05.23 19:25
ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა - Facebook-მა მთავრობის სტრატკომთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში წაშალა

ღარიბაშვილი ახალ სკანდალში ეხვევა - Facebook-მა მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტმენტთან დაკავშირებული 80 ყალბი ანგარიში, 26 გვერდი, 9 ჯგუფი და Instagram-ზე 2 ანგარიში 80 არაავთენტიკური კოორდინირებული ქცევის გამო წაშალა.

შიდა გამოძიებით დადგინდა, რომ მომხმარებლები პროსამთავრობო ჯგუფებსა და ყალბ ანგარიშებს ქმნიდნენ.

Facebook აღნიშნავს, რომ ყალბი ანგარიშების მეშვეობით ცდილობდნენ პროსამთავრობო ნარატივის ხელოვნურად პოპულარიზებას და ოპოზიციის დისკრედიტაციას. ამასთან, Facebook ხაზს უსვამს, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა "უცხოური აგენტების შესახებ კანონის" კონტექსტში. ამასთან, დაახლოებით 33 500 აშშ დოლარი Facebook-ისა და Instagram-ის რეკლამებისთვისაა დახარჯული.

"სხვა ქმედებებთან ერთად ეს ანგარიშები ცდილობდნენ მომხმარებლების სხვა პლატფორმებზე შეტყუებას, რომლებთანაც წარსულში მომხმარებელთა პერსონალური ინფორმაციების გავრცელება არის დაკავშირებული.

ქსელი მუშაობდა მთელი საათის განმავლობაში, რათა გაეძლიერებინა კონტენტი საქართველოს ხელისუფლების მხარდასაჭერად. ეს მოიცავდა მათ შორის ოფიციალური სამთავრობო გვერდებისა და პროსამთავრობო პოსტების გაზიარებას", - ნათქვამია განცხადებაში.

 

 

მსგავსი სიახლეები