ავტობუსი რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის გერბით თბილისის ქუჩებში - შსს და სუს-ი დუმს

03.05.23 20:12
ავტობუსი რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის გერბით თბილისის ქუჩებში - შსს და სუს-ი დუმს

ავტობუსი რუსეთის პრეზიდენტის უსაფრთხოების სამსახურის გერბით თბილისის ქუჩებში თავისუფლად გადაადგილდება. შინაგან  საქმეთა სამინისტრო და სუს-ი კი ამ დრომდე დუმს. არცერთი ძალოვანი უწყება არ ამბობს, ვინ შემოუშვა ავტობუსი საქართველოში, რა მიზნით და რატომ არავინ მოსთხოვა მძღოლს რუსული ტრაფარეტის ჩამოხსნა.

გავრცელებული ცნობით, ტრანსპორტი უკვე რამდენიმე დღეა თბილისში მოძრაობს. რუსული სიმბოლიკით ავტობუსი სამოქალაქო აქტივისტების სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ის სპორტის სასახლესთან შეამჩნიეს. ავტობუსს კვერცხები და წითელი საღებავები ესროლეს. ავტობუსის  გასუფთავება უკვე მის რუსს  მეპატრონეებს მოუწიათ, რომლებიც არ ამბობდნენ, რა მიზნით ჩამოვიდნენ საქართველოში, იმ ქვეყანაში, რომელიც მათი თქმით,  რუსეთის მიერ ოკუპირებული არ არის.

დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში.

 

 

 

მსგავსი სიახლეები