მედიის უმძიმესი მდგომარეობა საქართველოში და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების მიმართვა პრეზიდენტს

03.05.23 20:38
მედიის უმძიმესი მდგომარეობა საქართველოში და გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით ჟურნალისტების მიმართვა პრეზიდენტს

მედიის უმძიმესი მდგომარეობა საქართველოში.  ბოლო ერთი წლის მანძილზე ვითარება კიდევ უფრო გაუარესდა. მედიის უკუსვლის ქრონოლოგიას გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციები აქვეყნებენ. რა გახდა ამის მიზეზი? კრიტკული მედია მენეჯერის ნიკა გვარმიას დაპატიმრება, ძალადობა ჟურნალისტებზე და ამ ფაქტების არასათანადო გამოძიება, მართლმსაჯულების გამოყენება მედიის წინააღმდეგ და კანონები, რითაც ხელისუფლებამ მედიის ფინანსებს დიდი დარტყმა მიაყენა

პირველი, ვისაც შეუძლია ქართული მედიის უმძიმესი მდგომარეობა შეცვალოს, სალომე ზურაბიშვილია. მას ხელში აქვს ნიკა გვარამიას გათავისუფლების ბერკეტი. ამ მოთხოვნით საქართველოს პრეზიდენტს დღეს ჟურნალისტებმა მიმართეს. ორბელიანების სასახლესთან იდგნენ  ყოფილი ევროპარლამენტარებიც.  დღის  ბოლოს კი 20-მდე ევროპარლამენტარმა ერთობლივი მიმართვა გაავრცელა და სალომე ზურაბიშვილს ნიკა გვარამიას შეწყალება სთხოვეს.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

 

მსგავსი სიახლეები