36 წლის ქალი საძინებელში წამებით გარდაცვლილი იპოვეს - დაკავებული 41 წლის ნათესავი დანაშაულს აღიარებს
წამება ხელკეტების და ელექტრო შოკის გამოყენებით - თბილისში ახალგაზრდა ქალი მოკლეს. 36 წლის ქალი განსაკუთრებული სისასტიკით არის მოკლული. ის თავის საძინებელ ოთახში წამებით გარდაცვლილი იპოვეს.
სავარაუდო ეჭვმიტანილი, ქალის ნათესავი 41 წლის კაცია, რომელიც პოლიციამ უკვე დააკავა. "პირველების" ინფორმაციით, დაკავებული დანაშაულს აღიარებს.
მკვლელობის სავარაუდო მიზეზად ეჭვიანობა სახელდება.
მეზობლები ამბობენ, რომ 36 წლის ქალი ქმარს იყო გაშორებული და სახლში ბავშვთან ერთად ცხოვრობდა. ადგილობრივების თქმით, ქალთან ხშირად მოიდოდნენ ნათესავები და სულ ჩხუბის და ყვირილის ხმა ისმოდა.
41 წლის კაცი წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
შემთხვევა ვაზისუბანში, ჰუალინგის დასახლებაში რამდენიმე დღის წინ მოხდა. ამ დრომდე ფემიციდის ეს შემთხვევა გაუხმაურებელი იყო. შსს-მ მომხდარზე განცხადება მხოლოდ რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა.