ექიმები, გოჩა ინგოროყვა და შოთა ინგოროყვა ლოს ანჯელესში AANS-ის ორგანიზებულ კონფერენციაზე იმყოფებოდნენ

ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორი პროფესორი გოჩა ინგოროყვა და თბილიის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტისა და ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკის პროფესორი, ნეიროქირურგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შოთა ინგოროყვა ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციიაციის (AANS )მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ სამეცნიერო კონფერენციაზე იმყოფებოდნენ.
ლოს ანჯელესში გამართული ყოველწლიური სამეცნიერო კონფერენცია დამსწრე საზოგადოებისათვის გამოცდილებისა და სამედიცინო კვლევების შედეგების წარდგენას ემსახურება,რომელიც ნეიროქირურგებისთვის პროფესიული განვითარებისა და მათი მხრიდან, პაციენტებისათვის უკეთესი სერვისის მიწოდების საშუალებაა.
ამერიკის ნეიროქირურგთა ასოციაციის მიზანია ნეიროქირურგიის დარგის განვითარება, სპეციალისტების ხელშეწყობა და სამეცნიერო სიახლეების შესახებ ინფორმირება.
ინგოროყვას მაღალი ტექნოლოგიების საუნივერსიტეტო კლინიკა მუდმივად ჩართულია საერთაშორისო გამოცდილების მიღებისა და გაზიარების პროცესში, რადგან კლინიკისთვის მნიშვნელოვანია პაციენტების მართვა საერთაშორისო გაიდლაინების სრული დაცვითა და თანამედროვე ტექნოლოგიების საშუალებით განხორციელდეს.
NS