დრონებით კრემლზე შეტევის უკან შესაძლოა, ის ახალწვეულები იდგნენ, რომლებსაც პუტინი ხორცსსაკეპ მანქანაში ყრის - გენერალი
საქართველოში ანალისტიკოსები პირდაპირ ამბობენ, რომ კრემლზე დრონების იერიშის ინსცენირებით, რუსეთის ხელისუფლება ცდილობს განცდა შექმნას, რომ უკრაინის ხელისუფლება კონტრსეტევაზე გადადის და ამის შემდეგ თამამად მოითხოვონ უკრაინის პრეზიდენტის ლიკვიდაცია.
ექსპერტები ასევე არ გამორიცხავენ რომ დრონებით კრემლზე შეტევის უკან ის ახალწვეულები იდგნენ, რომლებსაც პუტინი ძალით უპირებს ომში გაგზავნას.
"ამსიშორეზე საერთოდ დრონი არ დაფრინავს, მე უფრო ვფიქრობ, რომ ეს არის შიგა გადანაწილება და შიგნით შექმნილი პრობლემები, თუნდა ე.წ. ახალწვეულების და ძალით წაყვანილი ადამიანების მხრიდან, რომლებსაც "ხორცსსაკეპ" მანქანაში ყრის სამხედრო დამნაშავე პუტინი. მე ვთვლი, რომ ის განცხადება, რაც გააჟღერეს ალბათ ეგ აწუხებდათ მაგის თქმა უნდოდათ, რომ ამის მერე უკვე შეიძლება თამამად ლიკვიდაცია უკრაინის პრეზიდენტის, ზელენსკის. ფრონტის ხაზზე სიტუაციას ვერ ცვლიან და ამით უნდათ შემდგომი ნაბიჯის გამართლება".- ამბობს მამუკა ყურაშვილი.