ოზურგეთში ქალის ცხედარი იპოვეს

04.05.23 11:56
ოზურგეთში ქალის ცხედარი იპოვეს

ოზურგეთში ქალის ცხედარი იპოვეს. "გურია ნიუსის" ინფორმაციით, 80 წელს გადაცილებული ქალი ხიდიდან გადავარდა. სავარაუდოდ, ქალს ფეხი დაუცდა და მდინარე ნატანებში გადავარდა, თუმცა არ გამოირიცხება სუიციდის ვერსიაც.

შემთხვევამდე ქალს 2 დღის განმავლობაში ეძებდნენ. ცხედარი დილით იპოვეს.

მსგავსი სიახლეები