ხმაური ქუთაისის დევნილთა სააგენტოსთან - დევნილები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ

04.05.23 15:45
ხმაური ქუთაისის დევნილთა სააგენტოსთან - დევნილები ბინების გადანაწილების პროცესს აპროტესტებენ

ცოტა ხნის წინ ხმაური იყო ქუთაისში - მიზეზი, დევნილთა სააგენტოში იძულებით გადაადგილებულმა პირების მიერ, ბინების გადანაწილების პროცესი გააპროტესტება გახდა.

მოსახლეობა ამბობს, რომ ბინებს უკვე წლებია ელოდებიან, თუმცა სიაში არ სვამენ. ქულები კი გაუნულეს, ამიტომ ადგილზე შეკრებულები სააგენტოს ხელმძღვანელობასთან შეხვედრას ითხოვდნენ, წასასვლელი მათ არსად აქვთ.

"გაჭირვებით 30 წელი იმ ლოდინში, რომ როდესმე ბინას მივიღებთ, დღეს გაირკვა, რომ არ ვართ სიაში. რა ვქნა ახლა მე, ეს ჩემი მოხუცებული უმწეო დედა სად წავიყვანო. 32 წელი ლოდინში, გაჭირვებაში, სულ მაგის იმედით, რომ დღეს ხვალ არ მორჩა. რა ვქნა მითხარით" - ამბობს ერთ-ერთი დევნილი.

მსგავსი სიახლეები