"აჩეხილი იყო, 40 ჭრილობა აქვს მიყენებული" - ახალი დეტალები ვაზისუბანში მოხმდარ სასტიკ მკვლელობაზე

04.05.23 15:35
"აჩეხილი იყო, 40 ჭრილობა აქვს მიყენებული" - ახალი დეტალები ვაზისუბანში მოხმდარ სასტიკ მკვლელობაზე

"სულ აჩეხილი იყო, 40 ჭრილობა აქვს მიყენებული" - "პირველებმა" ვაზისუბანში მოხმდარ სასტიკ მკვლელობაზე ახალი დეტალები გაარკვია.

ბიძაშვილის მიერ მოკლული მარიამ ბუთხუზი ოჯახის წევრებმა მის მშობლიურ სოფელ მუხრანში უკვე დაკრძალეს.

სოფელში, გარდაცვლილის ახლობლები და ნათესავები ამბობენ, რომ ბიძაშვილმა ქალის გარდაცვალების შესახებ ოჯახის წევრებს პირველმა შეატყობინა და ბუთხუზის დედას და ძმას უთხრა, რომ საცხოვრებელ სახლში ქალი გარდაცვლილი გულის შეტევით გარდაცვლილი თავად აღმოაჩნა. 

ახლობლების თქმით, თბილისში, ვარკეთილში მისულ ოჯახს ადგილზე უმძიმესი სურათი დახვდათ. 

"ისეთი ნაწამები იყო, სულ ადგილ ადგილ აუჩეხია იმ საკუბოეს იმას. 40 ჭრილობა აქვს მიყენებული".- ამბობს ადგილობრივი.

გამოძიების თქმით, 36 წლის ქალი ელექტროშოკით და ხელკეტებით საკუთარმა ბიძაშვილმა აწამა. მიზეზი ეჭვიანობა გახდა. 41 წლის კაცი დაკავებულია. "პირველების" ინფომაციით, ის დანაშაულს აღიარებს. მას 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

 


 

მსგავსი სიახლეები