დევნა განსხვავებული აზრის გამო - ,,გლოვოს" გათავისუფლებული კურიერები აქციას მართავენ

17.05.21 15:36
დევნა განსხვავებული აზრის გამო  - ,,გლოვოს" გათავისუფლებული კურიერები აქციას მართავენ

"გლოვოს" 500-მდე კურიერი მეორე დღეა, კომპანიის ცენტარლურ ოფისთან, აქციას მართავს. "გლოვოს" კურიერები ამბობენ, რომ პროტესტის გამო ადმინისტრაციამ ისინი აპლიკაციიდან დაბლოკა და შესაბამისად, მათ მუშაობა შეეზღუდათ. მათი თქმთ, 50 კურიერი საპროტესტო აქციაში მონაწილეობის გამო დასაჯეს და სამსახურიდან გაუშვეს. მეორე ნაწილს საშვები გაუუქმეს.  გაფიცულები ანაზღაურების ძველი სისტემის დაბრუნებასა და შეკვეთის მიტანისას დაფარული კილომეტრაჟის ანაზღაურებას მოითხოვენ.

კურიერები ამბობენ, რომ კომპანიის ხელმძღვანელობამ საბონუსე სისტემა შეცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ მათ ხელფასი გაუნახევრდებათ. კურიერები ადმინისტრაცის დათმობებზე წასვლისკენ მოუწეოდებენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ბოიკოტს აპირებენ. 

პროტესტის დაწყებიდან 2 საათში ხელშეკრულება შეგვიწყვიტეს. ეს ხალხი და მის უკან მდგომი ოჯახი უსახსროოდ არის დარჩენილი. 2 ბორბალზე ვმოძრავობთ იმის მიუხედავად, რომ წვიმაა, სიცხეა, ქარია, შეკვეთები კოვიდიანებთანაც მიგვქონდა", - ამბობს აქციის მონაწილე.

 ტვ პირველის ინფორმაციით, ამ წუთებში  ,,გლოვოს" 4 გაფიცული თანამშრომელი ადმინისტრაციასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს.