ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია

05.05.23 10:38
ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლი" იტალიის ჩემპიონია

33 წლის შემდეგ ისტორიაშიი მესამედ ნაპოლი იტალიის ჩემპიონია. ხვიჩა კვარაცხელიას „ნაპოლი“ სერია A-ს 33-ე ტურის მატჩში „უდინეზეს“ ესტუმრა. ნეაპოლელებს ჩემპიონობის ოფიციალურად გასაფორმებლად ამ შეხვედრაში ერთი ქულა სჭირდებოდათ. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა და „ნაპოლი“ სერია A-ს დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, იტალიის ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

გადამწყვეტიი გოლი ოსიმენის ანგარიშზეა. ნეაპოლელებთან ერთად გამარჯვებას აღნიშნავენ ქართველი ქომაგებიც.  თუ პირველი ორი სკუდეტოს დროს ნეაპოლელთა ლიდერი დიეგო არმანდო მარადონა იყო, ახლა "პარტენოპეის" ლიდერი 22 წლის ქართველი - ხვიჩა კვარაცხელიაა.