რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის - მარტა კოსი
"რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის", - ასე მიმართა ევროკომისარმა გაფართოების საკითხებში, მარტა კოსმა საქართველოს მოქალაქეებს.
კოსის ვიდეომიმართვას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელ „ფეისბუქზე“ ავრცელებს.
ევროკომისარი ამბობს, რომ სწორედ საქართველოს მოქალაქეების რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ, უდიდეს იმედს ანიჭებს.
„საქართველოში ყველაზე მეტად მისი ხალხი შთამაგონებს. საკუთარ ევროპულ გზაზე მტკიცედ მდგარი. თქვენი რწმენა თავისუფლების, დემოკრატიისა და ევროპული მომავლის მიმართ უდიდეს იმედს მანიჭებს.
ვიცი, დღეს ბევრი ქართველი გაურკვევლობას გრძნობს, მაგრამ მინდა იცოდეთ: რა გამოწვევაც არ უნდა გვქონდეს წინ, ევროკავშირს კვლავ სჯერა საქართველოს ევროპული მომავლის“, - აცხადებს მარტა კოსი ვიდეომიმართვაში.