სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელს პროკურატურა ხვალ გამოკითხავს
სავარაუდო ძალადობა პოლიციელების მხრიდან - "პირველების" ინფორმაციით, სერგი ყანჩელი პროკურატურას ჩვენებას ხვალ მისცემს. სამოქალაქო აქტივისტი მზადაა ყველა პოლიციელი ამოიცნოს.
უკვე შეთანხმებულია, რომ ადვოკატები ხვალ პროკურატურის საგამოძიებო განყოფილებაში მივლენ, ხოლო აქტივისტი გამომძიებლებს დისტაცნიურად ჩაერთვება და ასე მოხდება მისი გამოკითხვა.
ყანჩელის განცხადებით, 27 სექტემბერს, სარბენად გასული, ექვსმა პოლიციელმა გააჩერა, სასაფლაოზე გადაიყვანა და დაახლოებით 50 წუთის განმავლობაში ფიზიკურად უსწორდებოდა, იარაღით ემუქრებოდა და სექსუალურ ძალადობას აიძულებდა. ყანჩაველის თქმით, მომხდარის შემდეგ მან საქართველო დატოვა და ამჟამად უსაფრთხო ქვეყანაში იმყოფება.
დღეს ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სერგეი ყანჩელზე შესაძლო ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
უწყების ცნობით, გამოძიება დაწყებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით გადამეტების ფაქტზე , დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.