სასტუმრო "რუმსთან" ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ

17.05.21 15:29
სასტუმრო "რუმსთან" ჰომოფობიური ჯგუფები შეიკრიბნენ

სასტუმრო "რუმსთან" ჰომოფობიური ჯგუფები მივიდნენ. გურამ ფალავანდიშვილი სასტუმროსთან მას შემდეგ მივიდა, რაც გაიგო, რომ  ლგბტქ თემის უფლებებზე პოლიტიკურ პარტიებთან შეთანხმების შესახებ შეხვედრა მიმდინარეობს.

გურამ ფალავანდიშვილის თქმით, კონფერენციის შესახებ  ინფორმაცია არ ჰქონდა, თორემ მის ჩაშლას შეეცდებოდა. ადგილზე იმყოფებოდა ალექსანდრე ფალავანდიშვილიც, მისი თქმით, "რუმსში" გამართული შეკრების შესახებ შემთხვევით შეიტყვეს და ადგილზე ამის შემდეგ მივიდნენ.