პრემიერმა საკუთარ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა - ანა ნაცვლიშვილი

05.05.23 11:27
პრემიერმა საკუთარ ევროპულ პოლიტიკურ ოჯახს დიდი შეურაცხყოფა მიაყენა - ანა ნაცვლიშვილი

"ლელოს" წევრი ანა ნაცვლიშვილი ფიქრობს, რომ თუკი ევროპელ სოციალისტების პარტია საკუთარი რიგებიდან "ქართულ ოცნებას" გარიცხავს, ამით ქვეყანა არ იზარალებს, რადგან მმართველი პარტია ამ პლატფორმას ისედაც არ იყენებდა. 

ამასთან, ოპოზიციის წევრი ირაკლი ღარიბაშვილს უნგრეთში კონფერენციაზე მონაწილეობის გამო აკრიტიკებს და პრემიერის ქმედებას ცინიზმს და მარაზმს უწოდებს. 

„ქართული ოცნება“ ამ პოლიტიკურ ოჯახში ყოფნას იყენებდა არა ქვეყნის ინტერესების წინ წასაწევად, არამედ საკუთარი პარტიული ინტერესებისთვის, ამიტომ ამ ოჯახიდან თუ გარიცხავენ „ქართულ ოცნებას“, ისედაც არ იყენებდა ამ პლატფორმას, სამწუხაროდ და ძალიან ცუდია ასე რომ იყო, ამიტომ არ მგონია, რომ ქვეყანას ეს აზიანებდეს. ისე, მორიგი ცინიზმი და მარაზმი იყო ერთდროულად, როდესაც ერთის მხრივ, ღარიბაშვილი ოჯახის ერთგულებაზე ლაპარაკობდა და საკუთარ პოლიტიკურ ოჯახს, სოციალისტებს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა ამ კონფერენციაში მონაწილეობით, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

ევროპელი სოციალისტების პარტია (PES), რომლის დამკვირვებელი წევრი "ქართული ოცნებაა", ივნისში ივანიშვილის გუნდის ჯგუფიდან გარიცხვაზე იმსჯელებს. ამის შესახებ განცხადებას ევროპელი პარტნიორების ავრცელებენ. მათი განმარტებით, მიზეზი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრორუს ლიდერებთან ერთად ბუდაპეშტში, კონსერვატიულ პოლიტიკურ სამოქმედო კონფერენციაში (CPAC) მონაწილეობა და პრორუსული ღირებულებების გაზიარებაა.  

მსგავსი სიახლეები