გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი მედიკამენტოზურ კომაშია - ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა
ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევა - გოგებაშვილის ქუჩაზე დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი ხელოვნურ მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია და მისი მდგომარეობა მძიმეა.
სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ექიმის განცხადებით, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა რეანიმაციულ გაბყოფილებაში მკურნალობს.
„ახალგაზრდა მამაკაცი სიმონ ხეჩინაშვილის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკაში შემოყვანილი გუშინ, საღამოს შემოიყვანეს. სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით, მიყენებული ჭრილობებით. ჭრილობები მრავლობითია და ქვემო კიდურების არეშია. მკურნალობას აგრძელებს რეანიმაციულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაა მძიმე, საყურადღებო. პაციენტი ხელოვნურ მედიკამენტებით გამოწვეულ კომაშია. უტარდება კონსერვატიული მკურნალობა“, – ექიმმა ნიკოლოზ კვაჭაძემ.