შენობა, სადაც ფინანსური პოლიცია ქოლ-ცენტრებს ეძებდა, გიორგი ვაშაძის ძმასაც ეკუთვნის - რას ამბობს ბიზნესმენი
შენობა, სადაც ფინანსური პოლიცია ქოლ-ცენტრებს ეძებდა, გიორგი ვაშაძის ძმას და დეიდასაც ეკუთვნით. დავით ვაშაძე წილის 25 პრიოცნეტს ფლობს. ცოტა ხნის წინ ბიზნესმენი აღმაშენებლის გამზირზე მივიდა.
დავით ვაშაძე ამტკიცებს, რომ შენობის მხოლოდ ის ნაწილი ეკუთვნის, სადაც სასტუმროა განთავსებული. დანარჩენ საკითხებზე, კი ამბოს, რომ ინფორმირებული მთავარი მეწილე ლონგულ ჭკუასელია, რომელტან საუაბარი თავადაც სურს.
ჩემი ეს 25 % არის აი ეს მეორე სართულზე არსებული სასტუმრო, რომელსაც მე ვმართავ. მე არანაირ გადაწყვეტილებაში ჩართული არ ვარ, იმიტომ, რომ ვარ მცირე წილის მფლობელი. დირექტორი მე არ გახლავარ, გადაწყვეტილებას დირექტორი იღებს. ზემოთ არავინ შემხვედრია, მეგონა, რომდ აკეტილი იყო ეს ფართი. საგამოძიებოს თანამშრომლებისგან გავიგეთ, რომ ქოლ-ცენტრების შესახებ არის საუბარი. ქვემოთ სართულზე სარდაფიც ამაზე შპს-ს ეკუთვნის, სადაც კლუბია განთავსებული. გვიწევს ხოლმე პოლიციის გამოძახება, ხმაურთან დაკავშირებით. ბატონ ლონგულთან მინდა რომ კომუნიკაცია მქონდეს, რომ გავარკვიო. როგორც ვიცი, გუშინ აქ, როდესაც დალუქეს, მოსული იყო. ყველაფრისთვს მზად ვარ, როგორც ვიცი ჩენი კამერებიდანაც ამოიღეს ჩანაწერები". - ამბობს დავით ვაშაძე.
აღმაშენებლის გამზირზე ფინანსურმა პოლიციამ ორი ოფისი დალუქა. სავარაუდოდ, ამოიღეს კომპიუტერული ტექნიკა და წაიღეს დოკუმენტაციაც.
უწყებაში ამბობენ, რომ შეტყობინება, სავარაუდო ქოლ ცენტრის არსებობასთან დაკავშირებით, უწყებაში ანონომურად შევიდა.
აღმაშენებლის 75-ში მდებარე შენობა ეკუთვნის შპს "მისანს", რომელთა საკმაოდ მსხვილი მეწილეები არიან ლონგულ ჭკუასელი და დავით ვაშაძე.