სკოლების გაჭიანურებული რეაბილიტაცია - "ლელო" კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

05.05.23 14:22
სკოლების გაჭიანურებული რეაბილიტაცია - "ლელო" კორუფციის ნიშნებზე საუბრობს

ქვეყნის მასშტაბით 43 სკოლაში სასწავლო პროცესი პარალიზებულია. განათლების სამინისტრო მოძველებული სკოლების რეაბილიტაციას ახორციელებს, რის გამოც სკოლის მოსწავლეებს  ყოველდღიურად სიარული სხვადასხვა სკოლებშო უწევთ, ტრანსპორტირებაში კი წლიურად, დაახლოებით, 13 მილიონი იხარჯება. 

სკოლების ნაწილის რეაბილიტაციისთბის ტენდერი ამ დრომდე გამოცხადებული არ არის. "ლელო საქართველოსთვის"  წევრები გაჭიანურებული რეაბილიტაციის უკან კორუფციის ნიშნებს ხედავენ.

ოპოზიციური პარტიის წევრები დღეს ნაძალადევის რაიონში მე-14 სკოლაში მივიდნენ, რომელიც ხელახლა უნდა შენდეს. აღმოჩნდა, რომ სკოლის დემონტაჟი ჯერაც დაწყებული არ არის.

ტენდერში შერჩეულ კომპანიას უნდა უყურებდნენ, აქვს თუ არა ამ კომპანიას რეალური შესაძლებლობა, რომ დროულად გაარემონტოს სკოლა. არაერთ სკოლაშ სადაც ტენდერი გამოცხადდა, კომპანიამ ვერ შეასრულა დათქმულ ვადაში სარეაბილიტაციო სამუშაოები, კიდევ გაუხანგრძლივეს, კიდევ გაუხანგრძლივეს და კიდევ ვერ შეასრულა. ანუსა ხელმწიფო ეფექტიანად არ აკონტროლებს და არ ცდილობს, რომ რეაბილიტაციის პროცესი დასრულდეს დათქმულ ვადებში და ბავშვების ინტერესები იდგეს ყველაზე და ყველაფერზე წინ, - ამბობს ანა ნაცვლიშვილი.

უკმაყოფილებას გამოთქვამენ მოსწავლეების მშობლებიც. 

გასული წლის შემოდგომიდან დღემდე ეს მდგოლმარეობაა. ვფიქრობ, ეს ბავშვთა უფლებების დარღვევაა. აქედან მკიჰყავს თემქაზე, მერე თემქიდან ისევ მოჰყავს აქ. პირადად ჩემთვის არ არის კომფორტული. დღემდე არც დემონტაჟია, სკოლა საერთოდ დაიხურა, - ამბობს მშობელი.  

მსგავსი სიახლეები