"ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე გაგრძელდება" - ზუგდიდში, გარემოვაჭრეები უწყვეტ აქციებს აანონსებენ
ზუგდიდში, გარემოვაჭრეები უწყვეტ აქციებს აანონსებენ. მიზეზი სავაჭროდ, მერიის მიერ შეთავაზებული ალტერნატიული ფართებია.
ბრძოლა სისხლის ბოლო წვეთამდე გაგრძელდება - ამბობენ გარემოვაჭრეები.
შემოსავლის ერთადერთი წყაროს გარეშე დარჩენის საფრთხის ქვეშ მყოფი ადამიანები ფიქრობენ, რომ ალტერნატიულ სივრცეში მყიდველი ნაკლები იქნება, გადასახადი კი მაღალი. მოვაჭრეებმა გაფრთხილება ტერიტორიის დაცლის შესახებ გუშინ მიიღეს, დღეს კი შეხვედრა ადგილობრივ მერიაში კონსესუსის გარეშე დასრულდა. ამის შემდეგ კი მერიასთაან ხმაურიანი აქცია დაიწყო.