ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

05.05.23 17:14
ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დაკავებულ ქრისტინე თაკალანძეს 10 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯეს.

ჯაშუშობაში ბრალდებულ საქართველოს მოქალაქის განაჩენი მოსამართლე ბერულავამ დღეს გამოაცხადა.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, თაკალანძე ვადას საერთო რეჟიმის სასჯელაღსრულების კოლონიაში მოიხდის. 

ე.წ. უშიშროების სამსახური ქრისტინე თაკალანძეს "საქართველოს სასარგებლოდ ჯაშუშობას" ედავება.