შურისძიება 20 წლის შემდეგ - "პირველებმა" ვერაზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების დეტალები გაარკვია
შურისძიება 20 წლის შემდეგ - "პირველებისთვის" გოგებაშვილზე მომხდარი სისხლიანი დაპირისპირების ახალი დეტალები ხდება ცნობილი. თავდასხმის კადრების გაშიფვრის შემდეგ დგინდება, რომ შესაძლოა, გიჩო მარგველაშვილიც შეიარაღებული იყო. კადრებში ჩანს, რომ დაცვის თანამშრომელი დაჭრილთან მიდის და სავარაუდოდ, იარაღს აცლის.
მარგველაშვილი ახლა ხელოვნურ კომაში რეანიმაციაში იმყოფება, მოკლული სახლში გადაასვენეს, თავდამსხმელის მკვლელი კი პატიმრობაშია. დაცვის პოლიციის თანამშრომელს მკვლელობისა და იარაღის უკანონო ტარებისთვის ბრალი წაუყენეს.
გავრცელებული ინფორმაციით, გიჩო მარგველაშვილზე თავდასხმის მიზეზი ადრე მომხდარი კონფლიქტი გახდა. ინფორმაციას პირად საუბრებში "პირველებს" გარდაცვალილი თავდამსხმელის ოჯახის მეგობრები უდასტურებენ. წლების წინ მარგველაშვილმა მოკლული ახლგაზრდა ცივი იარაღით დაჭრა, რის შემდეგაც საბა გახოკიამ შურისძიება გადაწყვიტა და მარგველაშვილს ვერაზე ჩასაფრება მოუწყო, თუმცა დაცვის თანამშრომლის მიერ გახსნილ საპასუხო ცეცხლს თავად ემსხვერპლა.
შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად გუშინ საღამოს იქცა. ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარარებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია. დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.
ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში.