"ვწყვეტთ 24 საათიან აქციას კანცელარიასთან" - პროტესტის მონაწილე დედების საგანგებო განცხადება
კანცელარიასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების დედების პროტესტი დასრულებულია. ამის შესახებ მშობლებმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადეს.
დედების თქმით, მიიღეს დაპირება, რომ მედიკამენტის შემოსატანად საჭირო ყველა სამუშაოში აქტიურად იქნებიან ჩართულები.
დაწვრილებით მოვისმინეთ პროტოკოლზე მომუშავე ეიქმების კომენტარი, სადაც ერთხელ და სამუდაამოდ დავრწმუნდით, რომ პროტოკოლი მაისის ბოლოს იქნება დასრულებული. ასევე მოვისმინეთ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლის განცხაება და მან განაცხადა, რომ ფინანსტა სამინისტრო მზად არის, როდესაც ჯანდაცვის სამინისტრო გადაწყვეტს ვოზორიტიდის შესყიდვას საქართველოში, ის დაიყოვნებლივ გამოყოფს თანხებს.
ვწყვეტთ 24 საათიანი აქციას კანცელარიასთან. დასვენებული გონებით და დიდი შემართებით, რომ რაც შეიძლება მალე მოხდეს საქართელოში შემოტანა ვოზორიტიდის და ამაში აუცილებლად დაგვჭირება თქვენი დახმარება. ყოველკვირეული განხილვის შემდეგ იქნება თითოეული საკითხი ღია, რაგან მოსახლეობა დაინტერესებულია და გვერდში გვიდგას. ყველაზე მთავარი: საკოორდინაციო საბჭოს დღევანელ შეხვედრაზე ერთხელ და სამუდამოდ ყველა შეჯერდა იმაზე, რომ ვოზორიტიდი არის ერთაერთი მედიკამენტი აქონდროპლაზიის სამკურნალოდ და რომ ის არის შანსი და აუცილებლად უნდა იყოს გამოყენებული ეს შანსი ამ ბავშვებისთვის. პირველ რიგში, მინდა მადლობა გავუდახო მთელ საქართველოს, - განაცხადეს მშობლებმა.
საკოორდინაციო საბჭოს შემდეგი შეხვერა 10 ივლისს ჩაინიშნა.