უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

06.05.23 11:18
უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი სამშობლოში ჩამოასვენეს. ზურაბ ოდიშვილის ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები საქართველოსა და უკრიანის დროშებით დახვდნენ და გმირ მებრძოლს პატივი მიაგეს.

ზურაბ ოდიშვილი 43-ე ქართველია, რომელიც უკრაინაში პუტინის აგრესიას ემსხვერპლა .ის 92-ე ბრიგადის შემადგენლობაში ირიცხებოდა და ფრონტის ყველაზე ცხელ წერტილებში იბრძოდა.