ვერაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევა - დაკავებული ამტკიცებს, რომ იარაღს კანონიერად ფლობდა

06.05.23 11:06
ვერაზე მომხდარი კრიმინალური გარჩევა - დაკავებული ამტკიცებს, რომ იარაღს კანონიერად ფლობდა

პირადი მცველი ბრალის წარდგენას ელოდება. ვერაზე მომხდარი სისხლიანი გარჩევის საქმეზე დაკავებულ 
კაცთან გამომძიებლები, წინასაწარი მოთავსების იზოლატორში დღეს შევლენ. 

პირადი დაცვის სამმართველოს, დაკავებული უფროსი ინსპექტორი ირწმუნება, რომ იარაღს კანონიერად ფლობდა და გიჩო მარგველაშვილი მისი დასაცავი პირი იყო, სწორედ ამიტომ, გასროლის დროს აუცილებელი მოგერიების პრინციპით მოქმედება. 

ადვოკატის თქმით, კახაბერ კამლაძეს ბევრი აქვს სათქმელი და ის დუმილს სასამართლოზე დაარღვევს.

"სასამართლოში აუცილებლად დაარღვევს დუმილის უფლებას. აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, სხვა გზა იმ ეტაპზე არ ჰქონდა. რომ არ განეხორციელებინა ის გასროლა რაც მან განახორციელა, სხვა შემთხვევაში უფრო ცუდი შედეგი იქნებოდა დღეს"- ამბობს ადვოკატი. 

პირადი დაცვის სამმართველოს თანამშრომელს გამოძიება განხრახ მკვლელობასა და იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება.  

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად 4 მაისს იქცა.  ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარაღებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ  განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია. დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება.


 

მსგავსი სიახლეები