ვფიქრობ, იარაღის მუხლი მოეხსნება - ვერაზე მომხდარი გარჩევის საქმზე დაკავებულის ადვოკატი

06.05.23 15:36
ვფიქრობ, იარაღის მუხლი მოეხსნება - ვერაზე მომხდარი გარჩევის საქმზე დაკავებულის ადვოკატი

პირადი მცველი ბრალის წარდგენას ელოდება. სპეციალური საგამოძებო სამსახურის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლები დაახლოებით წუთი-წუთზე შევლენ. თუმცა მანამდე, ვერაზე მომხდარი გარჩევის საქმზე დაკავებული კაცის სანახავად შესული იყო ადვოკატი.

უფლებადამცველი ვარაუდობს, რომ კახა კამლაძეს იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარების მუხლით წარდგენილი ბრალი სავარაუდოდ, გაუუქმდება. 

ხათუნა ხურცილავას თქმით, მათ გამოძიებას წარუდგინეს მტკიცებულებები, რომ დაცვის თანამშრომელი 1985 წლიდან ოფიციალურად ატარებდა იმ იარაღს, რომლიდანაც გასროლა განახორციელა. 

ადვოკატი ამბობს, რომ კამლაძე ასევე მუშაობდა სხვადასხვა ხელისუფლების წევრებთან პირად დაცვაში. ის ოფიციალურად იყო გაფორმებული პოლიციაში და მას ჰქონდა უფლება, რომ გასროლა განეხორციელებინა.

"იმედი მაქვს რომ მუხლი გადაკვალიფიცირდება. 87 წლიდან აქვს მას იარაღის ტარების უფლება. ასევე გაფორმებული ჰქონდა იარაღი. ვფიქრობ, რომ იარაღის მუხლი მოეხსნება. სავარაუდო მუხლი ვიცი უკვე, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ". - ამბობს ადვოკატი.

შეგახსენებთ, რომ დედაქალაქის ცენტრი სისხლიანი ანგარიშსწორების ეპიცენტრად 4 მაისს იქცა.  ვერაზე გიჩო მარგველაშვილს თავს შეიარაღებული პირი დაესხა და დაჭრა. ვერის საძმოს გავლენიანი წევრის დაცვამ გასროლა საპასუხოდ  განახორციელა. მოკლულია 38 წლის საბა გახოკია. დაჭრილია ასევე კიდევ ერთი პირი, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიაზე გადაადგილდეოდა და ტყვია შემთხვევით მოხვდა.

გიჩო მარგველაშვილის მდგომარეობა კვლავ კრიტიკულად მძიმედ რჩება.

მსგავსი სიახლეები