სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროვებაში ამხელს - შემზარავი ფაქტი იმერეთში

06.05.23 15:51
სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროვებაში ამხელს - შემზარავი ფაქტი იმერეთში

სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროვებაში ამხელს. შემზარავი ფაქტი იმერეთში მოხდა. 16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა. არსებობს ვიდეო კადრებიც, რომელიც, სავარაუდო მსხვერპლმა თავად გადაიღო.

კადრებში კარგად ჩანს ქმედებები, რომელსაც მამაკაცი არასრულწლოვანის მიმართ ახორციელებს. 

როგორც ჟურნალისტი ელისო კილაძე ამბობს, კაცს მაღალჩინოსანი მფარველები ჰყავს და სწორედ ამ მიზეზით არ ხდება მისი დაკავება. ეს მაღალჩინოსნები არიან სუს-ის პირველი მოადგილე ლევან ახობაძე და პოლიციის უფროსი დავით ლორთქიფანიძე. სწორედ ამ სახელებს ასახელებს ელისო კილაძე.

არსებობს მოსაზრება, რომ ეს გოგონა არ არის ერთადერთი, რომელზეც აღნიშნული ხასიათის ქმედება განახორციელა 60 წლამდე მამაკაცმა. 

ჩამიგდეს მესენჯერში, არასრულწლოვანმა გადაიღო თავად ეს ვიდეო. მოძალადე გახლათ ადგილობრივი სკოლის დირექტორის ქმარი. ის არის სუს-ის პირველი მოადგილის მფარველობის ქვეშ, იმიტომ, რომ არის მისი ნათესავი. გამოვიძახე 112. არც კი მოვიდნენ, რომ ენახათ, რა მასალა მაქვს. როდესაც სამართალს ვერ მიაღწიეს, მეზობლებმა სცემეს ეს ავტობუსის მძღოლი  და პოლიცია ახლა უკვე დასდევს იმ მეზობლებს, რომლებმაც მოძალადე კაცი სცემეს და ემუქრება დაჭერით". - ამბობს კილაძე.  

შინაგან საქმეთა სამინისტროში ფაქტზე მოკვლევა მიმდინარეობს. 

მსგავსი სიახლეები