"კალატოზა" საქართველოშია - რა კავშირი აქვს "კრიმინალურ ავტორიტეტს" ფიროსმანის ქუჩაზე ჩაცხრილვასთან (ანონსი)

06.05.23 16:00
"კალატოზა" საქართველოშია - რა კავშირი აქვს "კრიმინალურ ავტორიტეტს" ფიროსმანის ქუჩაზე ჩაცხრილვასთან (ანონსი)

"კალატოზა" საქართველოშია - 90-იანების ბოლოს ქვეყნიდან გაქცეული კრიმინალური ავტორიტეტების ლიდერი, "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში, უკან გადმოცხოვრდა.

ძმა ამტკიცებს, რომ კალატოზა მეცნიერად იქცა და ფერმერობა დაიწყო. 

საქართველოში დაბრუნებული კრიმინალური ავტორიტეტი, რომლის სახელსაც სამარშრუტო მიკროავტობუსების რეკეტს და კარმანშიკების მფარველობას უკავშირებდნენ, ახლა ახალ სკანდალში ეხვევა. 

დღეს, "ნოდარ მელაძის შაბათში", მარიამ გაფრინდაშვილი მოგიყვებათ, რა კავშირი აქვს კალატოზას ახალგაზრდა კაცის ჩაცხრილვასთან ფიროსმანის ქუჩაზე და იყო თუ არა თბილისის შუაგულში სისხლიანი გარჩევის მიზეზი ბიზნესის რეკეტიდან მიღებული ფული, რომელიც ორმა ქურდმა ვერ გაიყო.

დღეს, 8 საათზე, "ნოდარ მელაძის შაბათში" ნახეთ, ვინ აქცია თბილისის ქუჩებში ხალხის ჩაცხრილვა ჩვენი ცხოვრების წესად. 

 

 

 

მსგავსი სიახლეები