მორიგი დაპირისპირება დმანისში - ადგილი აქვს ფიზიკურ ანგარიშსწორებას (ვიდეო)

17.05.21 17:11
მორიგი დაპირისპირება დმანისში - ადგილი აქვს ფიზიკურ ანგარიშსწორებას (ვიდეო)

დმანისში, მდგომარეობა კიდევ უფრო დაიძაბა. რამდენიმე წუთის წინ, ახალგაზრდების ერთი ჯგუფი ერთ-ერთ პირს ჯგუფურად დაუპირისპირდა. 

გუშინდელი ინცინდენტის შედეგად დაკავებული პირების ახლობლებმა დმანისის შესასვლელთან განლაგებული პოლიციის კორდონი გაარღვიეს.

"ტვ პირველის" კორესპოდენტის ინფორმაციით, აქციის მონაწილეები პოლიციელებსაც დაუპირისპირდნენ. აქციის მონაწილეები აგრესიით გამოირჩევნიან მედიის წარმომადგენლების მისამართითაც.