მკვლელობა ვერაზე - კახაბერ კამლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს
მკვლელობა ვერაზე - კახაბერ კამლაძის აღკვეთ ღონისძიებაზე სასამართლო დღეს, 20:30 საათზე იმსჯელებს.
ბრალდება დაკავებულისთვის ორთვიანი წინასწარი პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს.
მკვლელობის საქმეზე დაკავებულს მუხლი გადაუკვალიფიცირდა და ბრალი დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობისთვის წარედგინა.