ექსკლუზივი: "გიჩოს" დაცვის წევრმა საბა გახოკია სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლით მოკლა - ახალი კადრები

06.05.23 20:10
ექსკლუზივი: "გიჩოს" დაცვის წევრმა საბა გახოკია სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლით მოკლა - ახალი კადრები

"შაბათის ეთერმა" თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე ახალი კადრები მოიპოვა. ჩანაწერის გაშიფვრის შედეგად დგინდება, რომ "გიჩოს" დაცვის წევრმა, კახაბერ კამლაძიემ თავდამსხმელი, 38 წლის საბა გახოკია სავარაუდოდ, საკონტროლო გასროლით მოკლა. 

კადრებში ასევა ჩანს, რომ მოკლულ გახოკიას თან ჰქონდა მეორე იარაღიც, რომელსაც ის სროლის მომენტში იმარჯვებს, თუმცა გასროლას ვერ ახერხებს, რადგან მას უკვე მძიმე ჭრილობები აღენიშნება. 

იარაღის ამოღებიდან 7 წამის ინტერვალში ხდება საკონტროლო გასროლა. 

სიახლიანი ანგარიშსწორება დედაქალაქის ცენტრში 4 აპრილს, თბილისში, გოგებაშვილის ქუჩაზე რესტორან LA VERA-სთან მოხდა.  სროლის დროს ერთი ადამიანი მოკლეს და ორი პირი დაჭრეს.

ფაქტზე დაკავებულ შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის პირადი დაცვის სამმართველოს უფროს ინსპექტორ კახაბერ კამლაძეს თავდაპირველად განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარების მუხლებით ედავებოდნენ, თუმცა მოგვიანებით ბრალი გადაკვალიფიცირდა -  მას პროკურატურამ ბრალდება დამნაშავის შეპყრობისთვის აუცილებელი ზომის გადაცილებით მკვლელობის ფაქტზე წარუდგინა.

 

 

 

 

მსგავსი სიახლეები