თავდამსხმელი გაქცევას აპირებდა, თუმცა დაცვის დაძახების შემდეგ მობრუნდა - ახალი დეტალები ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

06.05.23 22:23
თავდამსხმელი გაქცევას აპირებდა, თუმცა დაცვის დაძახების შემდეგ მობრუნდა - ახალი დეტალები ვერაზე მომხდარ მკვლელობაზე

გოგებაშვილის ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის ფაქტზე დაკავებული კახაბერ კამლაძისთვის სასამართლო პროცესიდან ახალი დეტალები ხდება ცნობილი - პროცესზე სადაც ბრალდებულის მიმართ  აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობენ, ბრალდების მხარის წარმომადგენელმა კამლაძის ჩვენებაზე ისაუბრა. 

საქმის პროკურორის თქმით, განსასჯელის სკამზე მყოფი პირი აღიარებით ჩვენებაში თავად ამბობს, რომ "გიჩო" მარგველაშვილის მისამართით განხორციელებული სროლის შემდეგ, 38 წლის საბა გახოკია გაქცევას შეეცადა და მხოლოდ მას შემდეგ შემობრუნდა, რაც თავდასხმელს კახაბერ კამლაძემ დაუძახა. 

ბრალდების მხარეს ეს გარემოება აძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ სახოკიასთან აღარ მომდინარეობდა საფრთხე ვინაიდან ეს უკანასკნელი გაქცევას ცდილობდა

"პირველების" კორესპოდენტის ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს, დაცვის მხარემ 10 000 ლარიანი გირაო შესთავაზა. პროკურატურა კი კამლაძის გათავსიუფლებას ეწინააღმდეგება და ამბობს, რომ არსებობს მიმალვისა და მოწმეებზე ზეწოლის საფრთხე. 

პროცეს თავად ბრალდებულიც ესწრება.  კახაბერ კამლაძემ თქვა, რომ თავს დამნაშავედ არ სცნობს. 

 

მსგავსი სიახლეები