გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დაცვის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

06.05.23 23:01
გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დაცვის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, გოგებაშვილზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკავებულ დაცვის თანამშრომელს პატიმრობა შეეფარდა. 

დაცვის მხარე 10 000-ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო ბრალდების მხარე პატიმრობას. 

პროცესს თავად კახა კამლაძე ესწრებოდა მან თქვა, რომ ის თავს დამნაშავედ არ სცნობს.