მივესალმებით პარტიების მიერ LGBTQ უფლებების მხარდაჭერას - აშშ-ს საელჩო

17.05.21 17:43
მივესალმებით პარტიების მიერ LGBTQ უფლებების მხარდაჭერას - აშშ-ს საელჩო

დღეს ელჩმა კელი დეგნანმა ჰომოფობიასთან, ბიფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის გაეროს საერთაშორისო დღე თბილისი პრაიდის ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლითა და საქართველოს 15 სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის მიერ ლგბტქ უფლებებზე პოლიტიკურ შეთანხმებაზე ყურადღების გამახვილებით აღნიშნა. 

ლგბტქ უფლებების, როგორც ადამიანის ფუნდამენტური უფლებების მხარდაჭერისთვის აშშ-ის საელჩო მიესალმება აღნიშნულ პარტიებს, რომლებიც ასობით ათასი საქართველოს მოქალაქის ხმას წარმოადგენენ.