იმერეთში, სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ შევოწროებაში მხილებული კაცი იმალება

07.05.23 11:19
იმერეთში, სკოლის მოსწავლის მიმართ სექსუალურ შევოწროებაში მხილებული კაცი იმალება

სკოლის  მოსწავლის სექსუალურ შევიწროებაში მხილებული კაცი იმალება. იმერეთში მომხდარი შემზარავი ამბის შემდეგ 60 წლის კაცი სოფლიდან ცოლთან ერთად გაუჩინარდა.

სოფელი მომხდარით გაოგნებულია. მოძალადის ოჯახში ამბობენ, რომ ვიდრე ცოლ-ქმარი გაიქცეოდა, ქალმა  სკოლის დირექტორობაზე უარი თქვა და თანამდებობა დატოვა.

გაქცეული დირექტორის დედა ამბობს, რომ მისი შვილის და სიძის ადგილსამყოფელი არ იცის. ქალი ირწმუნება, რომ ისეთი არაფერი მომხდარა და მისმა სიძემ არასრულწლოვანს მხოლოდ კომლიმენტი უთხრა. 

დატოვა თანამდებობა. მაგას ისე მოეშალა ნერვები, რომ მე არ შემიძლია უკვე ამ თანამდებობაზე ყოფნაო. არ ვიცი, სად არიან. ჩემი შვილი მკვდარია, სად წავიდა არ ვიცი. პრეტენზიით მოვიდნენ ბავშვის მშობლები, მაგრამ არაფერი მომხდარა ისეთი, თავზე ხელი გადაუსვაო და ლამაზი თვალები გაქვსო, - ამბობს ქალი. 

ჟურნალისტი ელისო კილაძე კი "პირველებს" ეუბნება, რომ კავშირზე იმ გოგონების ოჯახის წევრებთან, რომლებიც ასევე 60 წლამდე კაცის მხრიდან სექსუალური შევიწროების მსხვერპლნი გახდნენ. კილაძის თქმით, მშობლებზე პოლიციაში ზეწოლა განხორციელდა, რადგან მამაკაცს, რომელიც უმძიმეს დანაშუალშია მხილებული, სუს-ში მფარველები ჰყავს.

ოჯახი განიცდის პოლიციის მხრიდან არნხაულ ზეწოლას, რომ ისინი გაჩუმდნენ და ამ ფაქტზე საჯარო არ ილაპარაკონ. სანამ ფაქტი გასაჯაროვდებოდა, ორჯერ ჰყავდათ მიყვანილი დაზარალებული გოგონების მშბლები პოლიციაში და მათზე მიდიოდა ზეწოლა, მათ შორის, ერთხელ დილის საათებში, მეორედ უკვე ღამის საათებში, რომ მათ ეს ფაქტი არ გაესაჯაროებინათ. ორშაბათს ვაპირებ, რომ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მივმართო ოფიციალურად გამოძიებს დაწყების მოთხოვნით. პოლიციელების მიერ ჩადენილი დანაშაულიც უნდა იქნეს გამოძებული. ის იმდენჯერ განიცდია სექსუალურ შევოწროებას სკოლის დიექტორის მეუღლის მხრიდან, იძლებული გახდა საკუთარი ტელეფონით გადაეღო ეს ფაქტი, რომ დაედასტურებინა მისი დანაშაული. თქვენ წარმოგიდენიათ, მისი ფსიქოლოგიური მდგომარეობა როგორი იყო მთელი ამ ხნის განმავლობაში?, - ამბობს კილაძე. 

სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროვებაში ამხელს. შემზარავი ფაქტი იმერეთში მოხდა. 16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა. არსებობს ვიდეოკადრებიც, რომელიც, სავარაუდო მსხვერპლმა თავად გადაიღო.

ფაქტზე შსს-მ გამოძიებო სავარაუდო გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო. 

მსგავსი სიახლეები