"შსს-ს თანამშრომელია და უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ემოქმედა" - რა მოხდა კახა კამლაძის პროცესზე

07.05.23 11:38
"შსს-ს თანამშრომელია და უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ემოქმედა" - რა მოხდა კახა კამლაძის პროცესზე

ვერაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე დაკაებული კახა კამლაძე, რომელსაც გუშინ მოსამართლემ პატიმრობა შეუფარდა, თავს დამნაშავე არ ცნობს. სასამართლო პროცესზე ბრალებულის ნაცვლად მისმა უფლებდამცველმა ისაუბრა და თქვა, რომ კამლაძე აუცილებელი მოგერიების ფარგლებში მოქმედებდა, რომ არა მისი ქმედება, მომხდარს ერთზე მეტი მსხვერპლი ეყოლებოდა. 

ჰქონდა თუ არა კახას თავის დაცვის უფლება? ჰქონდა თუ არა კახა ვალებულება დღისით-მზისით მკვლელი კრიმინალი, ორი იარაღით შეიაარღებული მოდის და დაუნდობლად ადამიანს ესვრის, ისეთ დროს, როდესაც მოქალაქეები გადაადგილებიან და შესაძლებელი იყო, იმდენად პროფესინალ მკვლელთან გვქონდა საქმე, რომ მადლობა ღმერთს, რომ იქ ადამიანები გაარჩნენ, - თქვა ადვოკატმა. 

საპირისპიროს ამტკიცებდა პროკურორი, რომელმაც თქვა, რომ კამლაძის მხრიდან სროლის საჭიროება არ არსებობდა და მას, როგორც შსს-ს თანამშრომელს,  უფრო მაღალი სტანდარტით უნდა ემოქმედა.

მას შემდეგ, რაც ბრალებული უკვე ცდილობდა მიმალვას და გარიდებული იყო შემთხვევის ადგილს და დაზარალებულსაც, იმ პირს, ვისაც მიაყენა ცეცხლსასროლი ჭრილობები, სწორედ აღნიშნულის შემეგ განახორციელა გასროლა ბრალდებულმა კამლაძემ, რისი საჭიროებაც იმ მომენტში არ არსებობდა ანუ იმ ვიდეოჩანაწერებზე, ყველას გვაქვს ნანახი, არცერთ მომენტში გარდაცვლილი პირი იარაღის ლულას არ ატრიალებს. თავადაც ჩვენებაში აღნიშნულს საუბრობს, რომ მან მოუწოდა გაჩერებულიყო და აღნიშნულის შემეგ ესროლა. შსს-ს ტანამშრომელი იყო და ევალებოდა უფრო მაღალი სტანდერტებით მოქმედება, ვირე ჩვეულებრივ მოქალაქეს, - ამბობს პროკურორი. 

მას შემდეგ, რაც მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა კამლაძე პატიმრობაში გაუშვა, გადაწყვეტილების მოტივი ახსნა. მისი თქმით, გარდა იმისა, რომ მოწმეზე ზეგავლენის საფრთხე არსებობდა, საქმე რეზონანსულია და წარსულში მომხდარ კრიმინალურ გარჩევას უკავშირდება. 

მუხლი, რომელსაც კახა კამლაძეს ედავებან, 3 წლამე პატიმრობას ითვალისწინებს, თუმცა გამორიცხული არ არის, მოსამართლემ მის მიმართ შინაპატიმრობა გამოიყენოს. 

მსგავსი სიახლეები