მორიგი ანტიდასავლური ქადაგება ამბიონიდან - მეუფე საბამ "ოცნების" გზავნილები გააჟღერა
ანტიდასავლური, პოლიტიკური ქადაგებით მრევლის წინაშე ამჯერად მეუფე საბა წარგდა. წმინდა გიორგის დღესასწაულზე ხონისა და სამტრედიის მიტროპოლიტმა ამბიონიდან "ქართული ოცნების" გზავნილები გააჟღერა, ერთი-ერთში გაიმეორა ირაკლი ღარიბაშილის უნგრეთში ნათქვამი სიტყვებიც.
"მიგვიღეთ ისეთები, როგორებიც ვართ" - უთხრა მეუფემ დასავლელ პარტნიორებს. მაღალი იერარქიის სასულიერო პირი გუშინ ამტკიცებდა, რომ დასავლეთს ქართული ტრადიციების მოსპობა უნდა.
ევროკავშირში, ერთ-ერთ დარბაზში თუ როგორი გამოფენა ჩატარდა. ვიღაცამ წარმოიდგინა, რომ მაცხოვარი შეიძლება წარმოიდგინო როგორც სექსუალური პიროვნება. მოგვიწოდებენ, რომ ეს გამოფენა ვნახოთ და ამ ფასეულობებით ვიცხოვროთ და გავიზიაროთ. აბსოლუტურად ვუცხადებ მხარდაჭერას ჩვენს პრემიერ-მინისტრს, რომელმაც უშიშრად ევროპის ტრიბუნიდან თქვა, რომ საქართველოში კაცი არის კაცი და ქალი არის ქალი. კაცს ჰქვია მამა, ქალს ჰქვია - დედა. აბა, შეეცადეთ საქართველოში წესების და ტრადიციების განადგურება?, - თქვა მეუფემ.