გორის მერიიდან გათავისუფლებულმა თანამშრომლებმა ლადო ხინჩეგაშვილს სასამართლო დავა მოუგეს
გორის მერი კანონდარღვევაშია მხილებული. ლადო ხინჩეგაშვილს საჯარო მოხელეები უპირისპირდებიან. მერიიდან გათავისუფლებულმა ორმა თანამშრომელმა ხინჩეგაშვილს სასამართლო დავა მოუგო. დაამტკიცეს, რომ მათი სამსახურიდან გაშვება არასამართლიანი იყო.
მოსამართლემ ბრძანების ბათილად ცნობაა ჯერ კიდევ ოთხი თვის წინ მოითხოვა, თუმცა სტაჟიან საჯარო მოხელეებს მერიიდან ამ დრომდე არ ეხმიანებიან.
გათავისუფლებულებს სასამართლოში საია იცავდა. ორაგნიზაციის გორის ოფისის ხელმძღვანელი ქეთი ბებიაშვილი ამბობს, რომ დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით სახალხო დამცველსაც მიმართეს.
შესაძლებელი იყო ქალბატონი ნაილის დასაქმება კონკრეტულ თანამებობაზე, მათ შორის, მეორე ბენეფიციართან მიმართებაში ასევე იქნა გამოცხადებული კონკურსი ისეთ ვაკანსიაზე, რომელზეც მობილობის წესით შესაძლებელი იყო მისი დასაქმება. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, გვიჩნება გონოვრული ეჭვი იმასთან მიმართებაში, რომ აღნიშნული ქმედებით მიუხედავად სასამართლო გადაწყვეტილებისა, არ მოახდენენ მათ დასაქმებას. ზოგადა, ამ საქმესთან დაკავშირებით ჩვენ ასევე მივმართეთ სახალხო დამცველს დისკრიმინაციის ფაქტის დადგენასთან დაკავშირებით, - ამბობს ბებიაშვილი.
აგილობრივი ოპოზიცია პირდაპირ ამბობს, რომ გორის მერიაში კომპეტენტური ადამიანების ნაცვლად საკუთარ მხარამწერებს და ახლობლებს ასაქმებენ.
გორის მერიის საკადრო პოლიტიკა კრიტიკას ვერ უძლებს. მთლიანად მორგებულია „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმებაზე. ფაქტობრივად, მუნიციპალიტეტიც და მუნიციპალიტეტის აიპებიც არის „ქართული ოცნების“ აქტივისტების დასაქმების ბიუროდ ქცეული. თითქოს მერმა გამოაცხაა რეორგანიზაცია, მაგრამ ეს რეორგანიზაცია იყო თვალებში ნაცრის შეყრა იმ ფონზე, რომ იმის ნაცვლად, კომპეტენტრუი ადამიანებისთვის კარი გაეღოთ და კონკურსი ჩაეტარებინათ გამჭვირვალედ და ობიექტურად, კვლავ საკუთარი მხარდამჭერები და საკუთარი ახლობლები და მეგობრები მიიღეს, -ამბობს ენმ-ს წევრი ანი ბალიაშვილი.
ევროტურიდან ახლახანს დაბრუნებული გორის მერი კი ამბობს, რომ მომხდარის შესახებ არაფერი იცის და საკითხს მოიკითხავს.