თბილისში ევროპის დღეებს აღნიშნავენ
თბილისში ევროპის დღეების აღნიშვნა გრძელდება. ყურადღების ცენტრში მთელი დღის განმავლობაში ორბელიანების მოედანი იქნება. დღევანდელი ღონისძიებები შვედეთს ეძღვნება. ჩანიშნულიაა გასართობ შემეცნებითი აქტივობები, იგეგმება შვედი და ქართველი შეფების მასტერკლასები.
ადგილზე მისულ მოქალაქეებს კერძების დაგემოვნებაც შეეძლებათ, თოჯინების თეატრში დაელოდებიან პატარებს, კითვხის მოყვარულებს კი შვედი ავტორები წიგნების პრეზენტაციაზე დაელოდებიან. მოწყობილია შვედური კაფეები და შემეცნებითი ინსტალაციებიც.