გასახმაურებელი ამბავი არ არის, თორემ ვოლსკისთან მაგრად ვარ - სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ბაბუა
პოლიცია ამ დრომდე არ აკავებს მამაკაცს, რომელსაც სკოლის მოსწავლეები გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებენ. 60 წლამდე კაცს უმძიმეს ბრალდებას, სულ მცირე, სამი გოგონა უყენებს.
ბოლო სავარაუდო სექსუალური შევიწროების მსხვერპლის ბაბუა ამბის გახმაურების წინააღმდეგია. ამბობს, რომ გამოსაძიებელი არაფერია და თუკი ოჯახს რამის გამოძიება დასჭირდებოდა, საქმეში გავლენიან პირებს ჩართავდა, რომელთანაც პირადი ნაცნობობა აკავშირებთ. კაცი გია ვოლსკის სახელსა და გვარს ახსენებს.
მე არაფერი ვიცი. სახლიდან წასულან. თუ შაავიწროვა ვინმემ, მაგალითად, მე ამას პოლიციასაც ვეტყვი, მთავრობასაც ვეტყვი. მთავრობა აგერ გვყავს, კაცო, თბილისის მთავრობა მყავს, მე ვოლსკისთან მაგრად ვარ, კარგად ვარ. არ არის გასახმაურებელი, - ამბოლბს ბაბუა.
სექსუალურ შევიწროებაში მხილებული ავტობუსის მძღოლი გაუჩინარებულია. რეგიონი დატოვა მისმა მეუღლემაც, რომელიც სკოლის დირექტორი იყო.
სკოლის მოსწავლე დირექტორის ქმარს სექსულურ შევიწვროვებაში ამხელს. შემზარავი ფაქტი იმერეთში მოხდა. 16 წელს მიუღწეველი გოგონა ამტკიცებს, რომ ფაქტი იმ დროს მოხდა, როცა მის სკოლაში მძღოლად დასაქმებულ 60 წლამდე მამაკაცს, საგაკვეთილო პროცესის შემდეგ სახლში მიჰყავდა. არსებობს ვიდეოკადრებიც, რომელიც, სავარაუდო მსხვერპლმა თავად გადაიღო.
ფაქტზე შსს-მ გამოძიებო სავარაუდო გარყვნილი ქმედების მუხლით დაიწყო. ალტერნატიულ გამოძიებას სახალხო დამცველიც აანონსებს.