"ყოველი მისი წამოწევა, მოძრაობა მაშინებს" - ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

07.05.23 13:41
"ყოველი მისი წამოწევა, მოძრაობა მაშინებს" - ალასანიას თქმით, სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. განცხდებას "ვივა-მედიან" გამოსული გიული ალასანია აკეთებს. ექსპრეზიდენტის დედის ცნობით, პაციენტს ლოგინიდან წამოდგომა უჭირს, გაფრთხილებულია რომ დამხმარე საშუალებების გარეშე არ იაროს, რადგან თუ დაეცა და მოტეხლობები განვითარდა, შეხორცება რთული იქნება.

მძიმეა მისი მდგომარეობა ჯანმრთელობის, მაგრამ მე მაინც მინდა დავიწყო გუშინდელი დღით, აჭარის ეროვნული წლისთავი მინდა ყველას მივულოცო, იმიტომ, რომ ძაიან კარგად ახსოვთ, რას წარმოადგენდა აჭარა მანამე და მერე რა მოჯყვა ამ რევოლუციას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენა იყო, რომელმაც მოგვიტანა ტურიზმის გააქტიურება, მანამდე საერთოდ არანაირი ტურიზმი არ იყო და გაჩნა ეს ტურზმი და შემეგ გააქტიურდა და ახლა როგორ ვამაყობთ, მსოფლიოში ცნობილი გახდა ბათუმი. ადამიანი შემოქმედი ამ ყველაფრის აქ არის და ასეთ მდგომარეობაშია, ეს მიმაჩნია ძალიან დიდ უსამართლობად. ყოველი მისი წამოწევა, ყოველი მისი მოძრაობა, მე ძალიან მაშინებს, იმიტომ, რომ გაფრთხილებულიც ვართ, რომ დაცემის შემთხვევაში შეიძლება გადაუტყდეს ძვლები, რომელიც მერე აღარ შეხორცდება, - თქვა ალასანიამ. 

მსგავსი სიახლეები