ბუკინგემის სასახლეში ზურაბიშვილი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის სამოსით მივიდა
საქართველოს პრეზიდენტი ქართველი დიზაინერების მხარდაჭერას განაგრძობს. ლონდონში, ბუკინგემის სასახლეში მიღებაზე სალომე ზურაბიშვილი ქართველი დიზაინერის, ქეთი ჩხიკვაძის სამოსით მივიდა.
გუშინ მეფე ჩარლზ III-ის კორონაცია იყო, რომელიც უკასკნელი 70 წლის განმავლობაში პირველად ჩატარდა. მეფე სასახლეში დედის, ელისაბედ II-ის მსგავსად სახელმწიფო მანტიით შემოსილი შევიდა.