მამა-შვილი ღარიბაშვილის საქმიანობით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ - ბესიკ დონაძე

07.05.23 15:15
მამა-შვილი ღარიბაშვილის საქმიანობით საგამოძიებო უწყებები უნდა დაინტერესდნენ - ბესიკ დონაძე

კორუფციის მკვლევარი და ოპოზიციის წევრი ბესიკ დონაძე პრემიერის მამულების გაფართოებასთან დაკავშირებით კორუფციულ ნიშნებს ხედავს. საქმე ეხება "ნოდარ მელაძის შაბათში" გასულ ხმაურიან რეპორტაჟს, რომლიც მიხედვითაც ირაკლი ღარიბაშვილის მამამ დედოფლისწყაროში მეზობლების გასახლება დაიწყო და საგვარეულო მამულები უკვე მეშვიდედ გააფართოვა. 

"ევროპული საქართველოს" წევრი მიიჩნევს, რომ მამა-შვილის საქმიანობით  საგამოძიებო სტრუქტურები უნა დაინტერესდნენ. 

მისი შვილის თანამებობებზე დანიშვნამ განაპირობა ტარიელ ღარიბაშვილის ქონების მატება, შესაბამისად, ამის ქონება არის ირაკლი ღარიბაშვილის ქონება. ირაკლი ღარიბაშვილი სარგებლობს იმით, რომ მისი ღვინის ქარხნიდან ღვინო გადის რუსეთში ანუ ამ ადამიანებისთის იდეალური ფულის საშოვნელი დრო დადგა ახლა და შესაბამისად, ხელსაც უწყოსბ. ქვეყნის პოლიტიკაც ხომ ეგ არის, რომ რუსეთს არ უნდა ვებრძოლოთ ან რუსეთს არანაირი სანქცია არ უნდა დავუწესოთ, კი, ეს არის კორუფცია. მინიმუმ, საგამოძიებო სტრუქტურები უნდა დაინტერესდნენ მამა-შვილის შემოსავლებით, - ამბობს ბესიკ დონაძე. 

მსგავსი სიახლეები