მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება - აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი

17.05.21 18:28
მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, გამოიჩინონ თავშეკავება - აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი

აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი დმანისში მომხდარინცინდენტს განცხადებით ეხმაურება. აზერბაიჯანის დიასპორასთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტი საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს, თავშეკავებისკენ მოუწოდებს. 

ბოლო დღეებში რეგიონში მომხდარი მოვლენები, აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ სამამულო ომში მიღწეული გამარჯვება, აზერბაიჯანისა და საქართველოს მეგობრული ურთიერთობების მდგრადი განვითარება, კავკასიის რეგიონში მშვიდობა და სტაბილურობა სერიოზულად აწუხებს მტრებს. ამ მხრივ, არსებობს ალბათობა, რომ დმანისის რეგიონში მომხდარი მოვლენები შეიძლება იყოს პროვოკაცია ან განზრახ ორგანიზებული. ამის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ საქართველოში მცხოვრებ აზერბაიჯანელებს გამოიჩინონ თავშეკავება მომხდარი ინციდენტის მიმართ, იყვნენ ფრთხილად, არ აჰყვნენ პროვოკაციებს და მოახდინონ რეაგირება საქართველოს კანონმდებლობის ფარგლებში”, - აღნიშნულია კომიტეტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები