საქალაქო სასამართლო ხვალ 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე იმსჯელებს
საქალაქო სასამართლო ხვალ 7-8 მარტის აქციებზე დაკავებული ახალგაზრდების საქმეზე იმსჯელებს. ზუსტად 11:00 საათზე ორი პროცესი ჩაინიშნა: ლაზარე გრიგორიადისის და კოკა კობალაძის. კობალაძე გახარიას პარტიის ახალგაზრდული ფრთის თავმჯდომარეა. მას პოლიციელითვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავებიან.
ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს. ოპოზიციური პარტიის წევრი ხვალ მოსამართლეს მტკიცებულებს წარუდგენს, რომ შინაგან საქმეთა სმაინისტროს თანამშრომლებმა უმიზეზოდ დააკავეს.
"პირველებმა" ის ვიდეომტკიცებულება მოიპოვა, რომელიც დაცვის მხარემ საქმეში ჩადო და მოსამართლეს ხვალ წარუდგენს. კადრებშ ცანს, რმ კობალაძე ერთ-ერთ ახალგაზრას გამოესარჩლა, რომელსაც სამართალდაცველები აკავებედნენ, რის შემეგაც თავად კობალაძეც დააკავეს.
კობალაძე იმედოვნებს, რომ მოსამართლე აღნიშნულ მტკიცებულებას გაითვალისწინებს.
მედავებიან პოლიციელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას, რაც კადრებშიც ჩანს, რომ არარსებულია. ორი მუხლია და შესაბამისად, ველოებით ხვალინდელ დღეს. ხვალ 11:00 საათზე გაიმართება პროცესი. არსებული მტკიცებულებიდან გამომდინარე, რაც სასამართლოს უკვე წარედგინა, ვიმედოვნებ, რომ მოსამართლე მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა აღვნიშნავ იმასაც, რომ მაქისმალურად ცდილობენ ამ ყველაფრის გაწელვას და ცდილობენ ახალგაზრდების დემონიზებას და იმას, რომ ეს პროტესტის განცდა და იმის განცდა, რომ ჩენი საქართველო იმსახურებს, ევროპის ნაწილი იყოს, ამ ყველაფრის გვერდით ჩაწევას და მომავალში თუკი რაიმე მსგავსი შემთხვევა იქნება, რომ ახალგაზრდები აუცილებლად უნდა გამოვიდეთ სადმე და დავდგეთ იმ ევროპული მომავლისთის, რისთისაც ჩვენ იქ ვიდექით, ამ ყველაფრის გაქრობას ცდილობენ, - ამბობს კობალაძე.
რაც შეეხება ლაზარე გრიგორიადისს, მისი ადვოკატი ამბობს, რომ დამატებითი მტკიცებულებები მოიპოვა. ინტერესების დამცველს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს, თუმცა ამბობს, რომ ხალხის მხარდაჭერის იმედად არის.
ხვალ იწყება საქმის არსებითი განხილვის სხდომები. როგორც ბრალები მხარემ, ასევე დაცვის მხარემ ჩაატარა შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები, შესაბამისად, სხდომებზე უკვე გამორკვეული იქნება როგორც ბრალების მხარის, ასევე დაცვის მხარის ელთ არსებული მტკიცებულებები. წინა სასამართლო სხდომაზე გადაისინჯა აღკვეთის ღონისძიების საკითხი, დაცვის მხარე წარადგინა შესაბამისი შაუმდგომლობა თუ რატომ არ უნდა დარჩენილიყო ყველაზე მკაცრი აღვეთის ღონისძიება პატიმრობა ძალაში. ბრალები მხარის შაუმდგომლობა იყო სრულიად უარგუმენტო, დაუსაბუთებელი, - ამბობს ადვოკატი თათია მანიჟაშვილი.
შვილების თაობის მხარდასაჭერად დღეს საკანონმდებლო ორგანოსთან ზუსტად 19:00 საათზე აქცია დაანონსდა. ადგილზე უბრალო მოქალაქეები შეიკრიბებიან და დაკავებულ ახალგაზრებ სოლიდარობას გამოუცხადებენ.