ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი ინგრევა - თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

07.05.23 15:48
ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმი ინგრევა - თანამშრომლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. შენობა დაბზარულია, ქვები ცვივა და აივანი ინგრევა. ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა.

კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა.  მინისტრს სოფელ ხოვლეში დაზიანებების შესასწავლად  სპეციალისტებიც კი არ გაუგზავნია.

მუზეუმში მომუშავეები ამბობენ, რომ შენობაში ყოფნა საშიშია. როგორ მათთვის, ასევე დამთვალიერებლებისთვის.

კეთილი ნება თუ იქნება, კულტურის სამინისტროც საქმეში ჩახედულია... დაკეტილი მუზეუმი არ ვართ, დღესაც ვმუშაობთ. გვინდა,რ ომ იყოს საგანმანათლებლო ცენტრი, რისი ძალიან დიდი იმედიც გვქონდა, რომ აქ გვემუშავა. საშიში ახლაც არის, - ამბობს მუზეუმის უფროს მეცნიერთანამშრომელი ანა ბაისონაშვილი. 

მუზეუმის რეაბილიტაციის აუცილებლობაზე საუბრობენ ადგილობრივებიც. 

მოდის ხალხი და შიშით მუზეუმში ვერ შედიან, გარეთ აძლევენ ინტერვიუს და გარეთ ატარებენ ღონისძიებებს, რომ ვერ შედიან მუზეუმში, ისეთი სავალალო მდგომარეობაა. მრცხვენია, არ შეიძლება, არ ეკუთვნის და არ ეკადრება ივანე ჯავახიშვილს... დავიჯერო, სახსრები არ უნდა გამოინახოს ან რაიონში ან საქართველოში, რომ ასეთ მდგომარეობაშ არ იყოს, - ამბობს ადგილობრივი თემურ ლოკიძე.

სახლმუზეუმს ბოლო რესტავრაცია 15 წლის წინ ჩაუტარდა.  

მსგავსი სიახლეები