გულსატკენია, რატომ უნდა იყოს მიყვანილი ასეთ მდგომარეობამდე? - ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი მუზეუმზე
ივანე ჯავახიშვილის შვილიშვილი მწერლის სახლ-მუზეუმის მდგომარეობით შეშფოთებულია. თარხუჯ ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ეს ყველას სატკივარია. მისი თქმით, თუ მუზეუმს რესტავრაცია დროულად არ ჩაუტარდა, დაინგრევა და კულტურული ძეგლი აღარ იარსებებს.
ამის შემყურე ადამიანი, ვინც არ უნდა იყოს, არ არის საჭირო აქ არც შვილიშვილობა, არც მაგდაგვარი, სადღაც წყენის გრძნობაც არის... რატომ უნდა იყოს მიყვანილი ასეთ მდგომარეობამდე? თითქოს განყენებული მსჯელობაა, მაგრამ რომ შემოივლით და ნახავთ... დღითი დღეს ეს გაუარესდება კიდევ და მერე ერთ მშვენიერ დღეს, ღმერთმა დაიფაროს, იტყვიან, „რა ვქნათ, დაიშალა კიდეც ეგო“, - თქვა მწერლის შვილიშვილმა.
ივანე ჯავახიშვილის სახლმუზეუმის თანამშრომლები დახმარებას ითხოვენ. შენობა დაბზარულია, ქვები ცვივა და აივანი ინგრევა. ისტორიული ძეგლი განადგურების პირასაა.
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის გადასარჩენად კულტურის სამინისტროს რამდენჯერმე მიმართეს, თუმცა მათი მხრიდან რეაგირება არ ყოფილა. მინისტრს სოფელ ხოვლეში დაზიანებების შესასწავლად სპეციალისტებიც კი არ გაუგზავნია.