უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა აჭარაში - ხელვაჩაურის სოფლებს წყალი არ მიეწოდებათ

07.05.23 16:44
უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა აჭარაში - ხელვაჩაურის სოფლებს წყალი არ მიეწოდებათ

უყურადღებოდ დარჩენილი მოსახლეობა აჭარაში -  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 21 მილიონი ლარი წყლის სისტემის რეაბილიტაციისთვის გამოიყო, მაგრამ ამ დრომდე სასმელი წყალი სოფლებს არ მიეწოდება.

 "ნაციონალური მოძრაობის"  წევრები სოფელ ყოროლისთავში ჩავიდნენ და ადგილობრივების პრობლემები მოისმინეს.  წყლის გარდა მოსახლეობა  საზოგადოებრივ ტრანსპორტს და  ქუჩების მოწესრიგებას ითხოვს.

2013 წლიდან დღემე რუსულმა ოცნებამ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 21 მნლ ლარზე მეტი დახარჯა წყლის სისტემებზე, თუმცა დღეს ჩვენ ვხედავთ, რომ მუნიციპალიტეტსი მცხოვრებელბის ნახევარზე მეტს წყალი არ მიეწოდება. მე მინდა მივმართი რუსულ ოცნებას და მათ მართველებს: ასე არ გამოვა, მეგობრებო! მოგიწოდებთ, სანამ ხართ ხელისუფლებაში, მოქალაქეებს მიაქციოთ ყურადღება და ყოფითი პრობლემები მოუგვარეთ რაც შეიძლება სწრაფად, - თქვეს ენმ-ში. 

მსგავსი სიახლეები