"ყველანი ლაზარესთვის" - 19:00 საათზე პარლამენტთან დღეს მოქალაქეები შეიკრიბებიან

07.05.23 17:08
"ყველანი ლაზარესთვის" - 19:00 საათზე პარლამენტთან დღეს მოქალაქეები შეიკრიბებიან

"ყველანი ლაზარესთვის" - დღეს 19:00 საათზე მოქალაქეები პარლამენტის შენობის წინ იკრიბებიან. აქციის მონაწილეები მოითხოვენ,  ხელისუფლებამ რუსული კანონის მოწინააღმდეგეების სამაგალითოდ დასჯის სპეცოპერაცია შეწყვიტოს. მიმართვის ადრესატი სასამართლო კლანი იქნება.

პატიმრის მხარდამჭერების შეფასებით,  სისხლის სამართლის საქმეში დანაშაულის დამადასტურებელი მტკიცებულებები არ არსებობს, რომლითაც საზოგადოება გაიგებდა, რომ  პოლიციას მოლოტოვის კოქტეილი სწორედ ლაზარემ ესროლა. 

დღევანდელი დღე იქნება იმისთვის, რომ ახალგაზრდები შევიკრიბოთ და ხვალისთის დავგეგმოთ კიდევ ერთი აქცია, რომელიც მნიშვნელივანი იქნება ლაზარესთვის და ზოგადად, იმ საერთო სურათისთის, რომელსაც ჩვენი მთავრობა გვიხატავს, რომ ჩვენ გამოვყავართ დამნაშავეები, - ამბობს აქციის მონაწილე.  

ეს არ არის ერთადერთი აქცია, რომელიც პარლამენტთან დღეს 19:00 საათზე გაიმართება. კიდევ ერთი შეკრების ეპიცენტრი ხვალ საქალაქო სასამართლოს ეზო იქნება, სადაც ლაზარეს მხარდამჭერები, ოაჯხის წევრები და მეგობრები შეიკრიბებიან.  

მსგავსი სიახლეები