"მინდა, ლაზარემ იგრძნოს, რომ მარტო არ არის" - გრგორიადისის ბაბუა მოქალაქეებს მხარდაჭერას სთხოვს
21 წლის ლაზარე გროგირადისის ბაბუა ამბობს, რომ ხვალინდელ სასამართლოსთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინი არ აქვს. ამასთან, ის მოქალაქეებს ხვალ საქალაქო სასამართლოს ეზოშ მისვლისკენ მოუწოდებს და სთხოვს მათ, ლაზარეს გვერდში დაუდგნენ.
გრიგორიადისის ბაბუა ამბობს, რომ ახალგაზრდებს კარგად აქვთ გაცნობიერებული საით უნდა წასვლა და საით მიაქანებს მათ მთავრობა.
პოზიტიური მოლოდინი ნამდვილად არ მაქვს. სიტყვით უნდა გამოვიდეს პროკურორი და სიტყვით უნდა გამოვიდნენ ჩენი ადვოკატები და ამით მთავრდება ყველაფერი. ხვალ ლაზარეს სასამართლოა 11:00 საათზე. მინდა ახალგაზრდობა მოვიდეს და ლაზარეს მხარში დაუდგეს თავისი იქ ყოფნით, რომ ლაზარემ იგრძნოს, რომ მარტო არ არის. ახალგაზრდობას პულსზე ხელი უდევთ და ხევადენ, სად არის კარგი და სად არის ცუდი, საით უნდა დღევანდელ ახალგაზრდობას წავიდეს და საით მიაქანებს ჩვენი დღავენდელი მტავრობა ქვეყანას, - ამბობს ლაზარეს ბაბუა.
შეგახსენებთ, რომ საქალაქო სასამართლოში ხვალ 11:00 საათზე ლაზარე გრიგორიადისის და 7-8 მარტს დაკავებული ახალგაზრდების სასამართლო პროცესი გაიმართება.