მელიას დასაჭერად 3000 სპეცრაზმელი იყო მიყვანილი, დმანისში სისხლისღვრაა პოლიციელები კი იმალებიან - ვაგიფ აკბეროვი

17.05.21 19:05
მელიას დასაჭერად 3000 სპეცრაზმელი იყო მიყვანილი, დმანისში სისხლისღვრაა პოლიციელები კი იმალებიან - ვაგიფ აკბეროვი

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ვაგიფ აკბეროვი დმანისში განვითარებულ მოვლენებს "ტვ პირველზე", "დღის ამბებში" გამოეხმაურა. 

მან, ადგილზე პოლიციელების სიმცირეზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ "დმანისში სისხლისღვრაა პოლიციელები კი იმალებიან". 

შინაგან საქმეთა სამინისტრო თავის მოვალეობას არ ასრულებს, ან კომპეტენტური არ არის. მეხანძრეებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ რაც ანახეს და თქვეს, რომ სპეცრაზმელები არიანო, მეხანძრეებს უფრო გავდნენ. მელიას დასაჭერად 3000 სპეცრაზმელი იყო მიყვანილი, დმანისში სისხლისღვრაა პოლიციელები კი იმალებიან. რომელს სახელმწიფოში ვცხოვრობთ? ეს ნიშნავს იმას, რომ ეს სისტემა არ მუშაობს"- თქვა მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხმა. 

მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი დაპირისპირებულებს მიმართავს და ამბობს, რომ არეულობა პუტინის რუსეთის ინტერესში შედის.